,,ჩემი სვეტიცხოველი“
პროექტის მთავარი იდეა: სვეტიცხოვლის ისტორიის შესწავლა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გააცნობიერებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს სვეტიცხოვლის შექმნას ქართველი ერისათვის. მოიყვანენ არგუმენტირებულ მსჯელობას რელიგიური, კულტურული თუ ისტორიული თვალსაზრისით.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევა, ასევე შეძლებენ სხვა საგნებთან კავშირის დამყარებას.
მონაწილეთა ასაკი: 13–14.
ვადები/ ხანგრძლივობა: 10დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
· ღრმად შეისწავლიან სვეტიცხოვლის ისტორიას
· შექმნიან ფოტოკოლაჟს და ვიდეოკოლაჟს
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, დიქტოფონი, პროექტორი, ტრანსპორტი, ფინანსები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი ქმედებები | საქმიანობის გაწერა დროში | საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები | საქმიანობის განმახორციელებელი პასუხისმგებელი მოსწავლეები | საქმიანობის შესაბამისი რესურსები |
პროექტის გეგმის გაცნობა. მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა | 4 ოქტომბერი | მე–9 კლასი | | |
წინარე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და წიგნის საშუალებით | 5–6 ოქტომბერი | I-ფგუფი | ნიკა ბერიძე | კომპიუტერი, წიგნი |
ექსკურსია მცხეთაში | 8–9 ოქტომბერი | I-II ჯგუფი | ეკა ქავთარაძე | ტრანსპორტი, ფინანსი(მშობელთა შემოწირულობა), აუდიო და ვიდეო აპარატურა |
პროექტის აკინძვა | 10–11–12 ოქტომბერი | I-II ჯგუფი | ნიკა ბერიძე ეკა ქავთარაძე | კომპიუტერი, აუდიო და ვიდეო მასალა |
ვიდეოკოლაჟის და ფოტოკოლაჟის პრეზენტაცია | 13–14 ოქტომბერი | I-II ჯგუფი | გია ვაშაყმაძე დათო ხაჩიძე | კომპიუტერი, პროექტორი |
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებულ რელიგიაზე. აქ გავრცელებული ისტორიული მიზეზების შესახებ
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში
ისტ.IX. 7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასსხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
· მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი თამარ ზოიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamuniazoidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий